ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
7 ლოკაცია, სადაც მთის ქოხები მოეწყობა
13 იანვარი, 2022

ყაზბეგის, ფშავ-ხევსურეთისა და თუშეთის 7 ლოკაციაზე ვიზიტორებისათვის ღამის სათევი ქოხების მშენებლობა იგეგმება. 

ეს ლოკაციებია: 

აბუდელაური - ყაზბეგის ეროვნული პარკის და არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორია.

ზედა ტანიე- ყაზბეგის ეროვნული პარკის და არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტოტია.

არხოტის თავი - ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორია.

დათვისჯვარი - ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორია.

ქვედა ტანიე - ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორია.

ხიდოტანი - ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორია.

ქვახიდი - თუშეთის ეროვნული პარკი და თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორია.

პროექტის თანახმად, ყველა ქოხი ერთსართულიანი იქნება. მათი ოპერირება ზამთარშიც იქნება შესაძლებელი. თითქმის ყველა ქოხთან გათვალისწინებული იქნება დამხმარე ნაგებობა და საკემპინგე სივრცე. შენობები ძირითადად მოპირკეთდება ნატურალური მასალებით - ხე, ფიქალი, ქვის წყობა. 

ქოხების მოწყობა სამუშაოების დაწყებიდან 18 თვეში დასრულდება. 

ქოხების მშენებლობა, პროექტის შემადგენელი ნაწილია, რომელიც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდება. ჯამში პროექტი ითვალისწინებს, ყაზბეგის, ფშავ-ხევსურეთის და თუშეთის დაცული ტერიტორიებისთვის ვიზიტორთა ბილიკების და მთის ქოხების განვითარებას. 

მოწვევა სატენდერო წინადადებაზე მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 24.3 მლნ ლარია. 

პირობების თანახმად, პრეტედენტმა უდა დააკმაყოფილოს კონკრეტული მოთხოვნები, მათ შორის: 

კონკურსანტის საშუალო წლიური ბრუნვა უნდა იყოს 16 250 000 ლარი; უნდა წარადგინოს ლიკვიდური აქტივები, დაუგირავებელი უძრავი ქონება, საკრედიტო ხაზები და სხვა ფინანსური რესურსები მინიმუმ 2 700 000 ლარის ოდენობით. კონკურსანტს უნდა ჰქონდეს ზღვის დონიდან 1500 მეტრზე ზემოთ შენობა-ნაგებობის მშენებლობა-მოწყობის გამოცდილება. 

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.