ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
7 მუნიციპალიტეტის ურბანული განახლებისთვის ₾4 მლნ-მდე გამოიყო
18 ნოემბერი, 2021

7 მუნიციპალიტეტში უბრანული განახლების, ტურიზმის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 4 მლნ ლარამდე გამოიყო. 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, პროექტები განხორციელდება ლაგოდეხის, თელავის, ქუთაისის, ხარაგაულის, ლანჩხუთის, წყალტუბოს და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში. 

მინისტრის ინფორმაციით, იგეგმება წყალტუბოში, ცივი ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და სანიტარული მოწესრიგება;  

ჭიათურაში ყაზბეგის ქუჩაზე გედის ტბის და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;

ხარაგაულში, ხუნევის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია. 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ორაგვეში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, ადგილობრივი ბიზნესის სტიმულირების მიზნით;

ქუთაისში ილია ჭავჭავაძის გამზირზე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის  მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობის უსაფრთხოების მარეგულირებელი ინფრასტრუქტურის მშენებლობა;

ლაგოდეხში სოფელ რაჭისუბანში საგზაო ინფრასტრუქტურული მოწესრიგება;

თელავში ტურისტულ საინფორმაციო დაფებზე QR კოდების განთავსება ქალაქის კულტურული და საგანმანათლებლო როლის გაძლიერებისთვის.

"პროექტები ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საპილოტე პროგრამის ფარგლებში, რომლის ჯამური მოცულობა 200 მლნ ლარია", - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.  

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.