ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სიახლე მასპინძლებისთვის- “ესაუბრე ტურისტებს ინგლისურად”
31 ივლისი, 2019

სტარტაპ-კომპანია Lingwing ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და საქართველოში მცხოვრებ ყველა მასპინძელს საშუალებას აძლებს ესაუბროს ჩამოსულ ტურისტებს ინგლისურად. ანუ სპეციალური კურსი მორგებული იქნება მასპინძლებზე, რომლებსაც აქვთ სასტუმრო, გესთჰაუსი ან ჰოსტელი და უფასოდ შეასწავლის ინგლისურ ენას ან დაეხმარება მათ გაუმჯობესებაში. სიახლის შესახებ, გადაცემა „საქმიან დილაში“, Lingwing-ის დამფუძნებელმა, ვატო ველიაშვილმა ისაუბრა.

„რუსეთის მიერ დაწესებულმა შეზღუდვებმა საგრძნობლად წაახალისა თავად მოსახლეობა, რომ გააქტიურდნენ ევროპის ბაზრის მიმართულებით. ეს წელი იქნება გარდამტეხი საქართველოს ტურიზმისთვის და არ აქვს მნიშვნელობა რუსეთი აღადგენს თუ არა ფრენებს საქართველოს მიმართულებით, ჩვენი რაკურსი შეიცვლება ბევრად უფრო განვითარებული ქვეყნებიდან ტურისტების მოზიდვაზე. აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ აქტიურად შევუწყოთ ხელი მოსახლეობას ტურისტულ რეგიონებში, რომ დაეუფლონ ინგლისურ ენას“ – აღნიშნა ვატო ველიაშვილმა.

მისი თქმით, კურსი არის 650 დავალებისგან შემდგარი და უმოკლეს დროში მოამზადებს ადამიანს სასაუბრო ინგლისური ენის გაუმჯობესებაში, ზუსტად იმ ტერმინოლოგიით, რაც მას სჭირდება. კურსის დასრულებას 5-6 კვირა სჭირდება. ამ კურსის გავლა კი ყველასთვის იქნება უფასო.

„მასპინძლებს უჭირთ უცხოელ ტურისტებთან კომუნიკაცია ენის ბარიერის გამო, ეს პრობლემა კი განსაკუტრებით მწვავედ რეგიონებში დგას, სწორედ ამან განაპირობა სიახლის ჩაშვებაც. სწავლის მეთოდები, ძირითადად დიალოგებს, ფრაზებსა და საუბარს გულისხმობს და ეს კურსი ერთადერთია Lingwing-ზე, რომელიც შესწავლაც სრულიად უფასოდ არის შესაძლებელი“ – განაცხადა Lingwing-ის დამფუძნებელმა.

ვატო ველიაშვილის თქმით, მიმდინარე წელს სასწავლო კურსი იქნება უფასო. ასევე რამდენიმე სპონსორიც გამოჩნდა, ვინც დაინტერესდა სიახლით და თუკი თანამშრომლობა შედგება, მომავალშიც უფასო იქნება. რაც შეეხება დაინტერესებულ ადამიანებს სულ რამდენიმე დღეა, რაც ჩაეშვა სასწავლო კურსი და უკვე ათასზე მეტმა ადამიანმა დაიწყო სარგებლობა.,

bm.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.