სიღნაღში დენდროლოგიურ პარკთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
რეაბილიტაციის ფარგლებში გაიწმინდება საფეხმავლო გზა, დაიგება ფილები, მოპირკეთდება საყრდენი კედლები, მოეწყობა გარე განათების თანამდეროვე სისტემა, პარკში სკამები და დასასვენებელი ზონები განთავსდება.
პარკში დაგეგმილია ახალი ფიტნეს ზონის მოწყობა.
პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება და 257 844 ლარი დაიხარჯება.
www.travelingeorgia.ge