ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სიღნაღში სასტუმრო "ბოდბე" პირველ სტუმარს 2022 წელს მიიღებს
17 სექტემბერი, 2021

სიღნაღში, სასტუმრო “ბოდბე“  პირველ სტუმარს  2022 წელს მიიღებს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდში განუცხადეს, 4 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა.

130 ნომრიან სასტუმროში თავმყორილი იქნება სპა და ფიტნეს ცენტრები, ღია და გარე აუზი, ღვინის ბარი, მარანი, მაღალი კლასის რესტორანი, ლაუნჯ ბარი 360 გრადუსიანი ხედით და მასშტაბური საკონფერენციო დარბაზი.

აღნიშნული პროექტი 50,000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსდება. პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 22 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

„ამჟამად სასტუმრო მშენებლობის დასკვნით ეტაპზეა, აშენებულია 7 სართული, სრულად გამართულია ელექტრო-მექანიკური სისტემები და მიმდინარეობს შიდა მოპირკეთების სამუშაოები,“ - აცხადებენ საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდში.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.