სიღნაღის ისტორიულ გალავანზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინიციატივით განხორციელებული სამუშაოები კანონის დარღვევად ფასდება
კულტურული მემკვიდეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სიღნაღის ისტორიულ გალავანზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინიციატივით განხორციელებულ ფიზიკურ სამუშაოებს კანონის უხეშ დარღვევად აფასებს. სააგენტო განმარტავს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მასზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მოკვლევას იწყებს.
სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტების ჯგუფი ადგილზე შეისწავლის სამშენებლო პროცესისა და მისი განხორციელების ყველა წინამდებარე პროცედურას, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსთან შეუთანხმებლად წარიმართა.
სააგენტოს თანამშრომლები განსაზღვრავენ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული კატეგორიის უძრავი ძეგლის შესაძლო დაზიანების ხარისხს, რითაც უნებართვო პროცესში ჩართული პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება.
„კულტურული მემკვიდეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიმართვის საფუზველზე სიღნაღის ისტორიულ გალავანზე მიმდინარე ყველა ტიპის სამუშაოები უკვე შეჩერებულია. სახელმწიფო უწყების უშუალო ჩართულობით მომზადდება გალავნის სახეცვლილი სეგმენტის პირვანდელი იერსახით აღდგენის საპროექტო დოკუმენტაცია. კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულების საფუძველზე კი სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია გალავნის კარიბჭეს სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ ამავე პროექტის მიხედვით აღადგენს“, - განმარტავენ სააგენტოში.
www.travelingeorgia.ge