ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სიღნაღის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან
24 ივლისი, 2018

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

უხვი ნალექის შედეგად სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაზიანდა შიდა საუბნო და სავარგულებთან მისასვლელი გზები, ასევე - წყალსადენის მილი და ელექტროენერგიის ბოძები. სოფელ ილიაწმინდაში მოვარდნილმა უხვმა ნალექმა დატბორა სახლები.

„რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩაერთვება სალიკვიდაციო სამუშაოებში, რათა დროულად იქნას აღმოფხვრილი პრობლემა. ხევების საკითხი საჭიროებს სისტემურ მიდგომას, რაც შეეხება მიყენებულ ზიანს, მუნიციპალიტეტში შექმნილი კომისია დაითვლის ზარალს და სამინისტროში ვიმსჯელებთ შესაბამის გადაწყვეტილებაზე“ - აღნიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა.

მხარის გუბერნატორის - ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ღვარცოფული ხევებისა და არხების მოვლა-პატრონობის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელებენ.

სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური და მიმდინარეობს ზარალის შესწავლა. ამ დროისთვის,სოფელ ანაგასა და ვაქირში გზების გასაწმენდად მუშაობს მძიმე ტექნიკა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.