სიღნარში, 4 ვარსკვლავიან სასტუმროს მშენებლობა აქტიურ ფაზაშია, რომელიც 2020 წელს დამსვენებლების მიღებას შეძლებს. სასტუმროში თავმოყრილი იქნება სპა და ფიტნეს ცენტრები, ღია და გარე აუზები, ღვინის ბარი, მარანი, მაღალი კლასის რესტორანი და ლაუნჯ ბარი 360 გრადუსიანი ხედით, აგრეთვე იქნება საკონფერენციო დარბაზი. სასტუმროს ჯამში 130 ნომერი ექნება, რომელიც 14, 000 კვ.მ ფართობზე იქნება განთავსებული. ამას გარდა ექნება ეზო დაახლოებით 36, 000 კვ.მ. პროექტის საინვესტიციო მოცულობა ჯამში 21 მილიონი აშშ დოლარს შეადგენს.
სასტუმრო ტურიზმის განვითარების ფონდის ფარგლებში აშენდება. შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ოქტომბერში “საქართველოს თანაინვესტირების ფონდის” ინიციატივით ტურიზმის განვითარებაზე ორიენტირებული საინვესტიციო პროექტებისთვის შეიქმნა.
“საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი”, რომლის მიზანია სტრატეგიული მნიშნელობის ტურისტული პროექტების მხარდაჭერა, ტურისტების მოზიდვა და საქართველოს დამკვიდრება მსოფლიო ტურიზმის რუკაზე. დღეის მდგომარეობით, “საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის” საინვესტიციო პორტფელში ათი პროექტი ერთიანდება, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა 600 მლნ ამერიკულ დოლარს აჭარბებს.