სიღნაღში 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება. 130 ნომრიან სასტუმროში იქნება სპა და ფიტნეს ცენტრები, ღია და გარე აუზი, ღვინის ბარი, მარანი, მაღალი კლასის რესტორანი, ლაუნჯ ბარი 360 გრადუსიანი ხედით და მასშტაბური საკონფერენციო დარბაზი.
პროექტს, რომელიც 50,000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსდება, საპარტნიორო ფონდის დაფუძნებული ტურიზმის განვიტარების ფონდი განახორციელებს.
საერთო სამშენებლო ფართი 14,000 კვ.მ-ია.
სასტუმრო მშენებლობის აქტიურ ფაზაშია და 2020 წლიდან დამსვენებლების გამასპინძლებას შეძლებს. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 21 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
ფონდში განმარტავენ, რომ პროექტი ხელს შეუწყობს, როგორც ტურისტების მოზიდვას, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ახალი სამუშაო ადგილების შემქნას და კახეთის პოპულარიზაციას, როგორც უძველეს და უნიკალურ მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონს.
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ინიციატივით ტურიზმის განვითარებაზე ორიენტირებული საინვესტიციო პროექტებისთვის 2016 წლის ოქტომბერში შეიქმნა ტურიზმის განვითარების ფონდი, მისი მიზანია სტრატეგიული მნიშნელობის ტურისტული პროექტების მხარდაჭერა, ტურისტების მოზიდვა და საქართველოს დამკვიდრება მსოფლიო ტურიზმის რუკაზე.
საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის საინვესტიციო პორტფელში ათი პროექტი ერთიანდება, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა 600 მლნ ამერიკულ დოლარს აჭარბებს. პროექტები ვითარდება თბილისში, კახეთში, გურიაში, აჭარაში, სამეგრელოსა და სამცხე-ჯავახეთში. ათივე პროექტი განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა და დღეის მდგომარეობით მათში ჯამურად უკვე ინვესტირებულია 218 მლნ აშშ დოლარზე მეტი. ამ მასშტაბური პროექტების ფარგლებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე ჯამურად დასაქმდება 10,000 ადამიანზე მეტი, ხოლო კომპლექსების ამოქმედების შემდეგ მუდმივად დასაქმებულთა რიცხვი 2,500-ს გაუტოლდება.
www.travelingeorgia.ge