სიღნაღში დაანონსებული ექსტრემალური ატრაქციონი გასახსნელად უკვე მზადაა. ზიპლაინის ეროვნული ფედერაციის ცნობით, Zip Line-ის მოწყობის სამუშაოები სიღნაღში უკვე დასრულ;ებულია და ის ოფიციალურად 29 ივლისს გაიხსნება.
ატრაქციონი ბარათაშვილის ქუჩის მიმდებარე ბაღში არის განთავსებული.
Zip Line-ის სიგრძე 400 მეტრია.
ფედერაციის ოფიციალურ გვერდზე არსებული ინფორმაციით, ატრაქციონის გახსნის დღეს Zip Line-ი მომხმარებელს ფასდაკლებით მოემსახურება და 20-25 ლარი იქნება, სხვა შემთხვევაში ტარიფი ადგილობრივებისთვის 30 ლარი იქნება, უცხოელი ტურისტებისთვს 50 ლარი.
www.travelingeorgia.ge