სიღნაღში სასტუმრო „ნიკალა“ დაიწვა. დამწვარია იქვე მდებარე ღვინის მაღაზიის ნაწილიც. ხანძრის შედეგად განადგურებულია არსებული ავეჯი და საყოფაცხოვრები ტექნიკა. შემთხვევის ადგილზე 8 საძანძრო ეკიპაჟი მუშაობს.
ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და გავრცელების საშიშროება არ არსებობს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. რა გახდა ცეცხლის გავრცელების მიზეზი ჯერ უცნობია.
Imedinews.ge