Silk Road Group ბათუმის სილქ თაუერს თანაინვესტირების (GCF) ფონდთან ერთად ააშენებს
Silk Road Group ბათუმში "სილქ თაუერის“ პროექტს საქართველოს თანაინვესტრების ფონდთან ერთად განახორციელებს. კომპანიასა და ფონდს შორის სავალდებულო ძალის მქონე მემორანდუმი უკვე გაფორმდა.
Silk Road Group-ის ხელმძღვანელმა CNBC-ის ეთერში განაცხადა, რომ ბათუმში "სილქ თაუერი" იმ არქიტექტურული კონცეფციის მიხედვით აშენდება, რომელიც დონალდ ტრამპთან და ტრამპის ორგანიზაციასთან იყო შეთანხმებული. პროექტის ღირებულება დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარია.
ბათუმში ტრამპ თაუერის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროექტი, რომელიც 2011 წლის მარტში გაფორმებული სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდებოდა, მხარეთა შორის შეთანხმებით, ოფიციალურად მიმდინარე წელს შეწყდა.
www.bm.ge