“კომერსანტის“ ექსკლუზივი: სილქ როუდ ჯგუფი წინანდალში ახალ სასტუმროს აშენებს (რენდერები)
წინანდლის მამულში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, სილქ როუდ ჯგუფი ახალ სამსართულიან სასტუმროს Park Hotel აშენებს, რომელიც პირველ სტუმრებს უკვე აგვისტოში მიიღებს. სასტუმროს ინვესტიცია დაახლოებით 4 მილიონი დოლარია.
70 ნომრიანი სასტუმრო Park Hotel შედარებით დაბალბიუჯეტიანი იქნება, ვიდრე Radisson Collection, რომელიც წინანდლის მამულში ოფიციალურად შემოდგომაზე გაიხსნა.
Park Hotel წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალის დროს, რომლიც 8 იდან 22 სექტემბრამდე გაიმართება, ფესტივალის მუსიკოსებს უმასპინძლებს. სასტუმროს პირველ სართულზე მუსიკალური აკადემიისთვის განკუთვნილი, მუსიკალური ინსტრუმენტებით აღჭურვილი ოთახები მოეწყობა, სადაც რეპეტიციები და მასტერკლასები გაიმართება.
ფესტივალის დასრულების შემდეგ კი, ნებისმიერ სტუმარს შეეძლება ახალ სასტუმროში დასვენება და სხვადასხვა სახის ღონისძიების გამართვა.
სასტუმროს ინტერიერზე ქართველმა დიზაინერმა თაკო ვალიშვილმა იმუშავა.
Commersant.ge