ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სიმდიდრე - გუდიაშვილის მოედანზე ისტორიული არტეფაქტები აღმოაჩინეს
13 აგვისტო, 2018

პროექტის „ახალი ტფილისი“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების დროს, გუდიაშვილის მოედანზე, მორიგი არქეოლოგიური მასალა - ორი ისტორიული არტეფაქტი აღმოაჩინეს.

აღმოჩენილი ხმლები გამოსაკვლევად გადაეცემა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოების არქეოლოგიურ ზედამხედველობას ახორციელებს.

სამუშაოების ფარგლებში, ივნისის ბოლოს, ბ. ახოსპირელის N4-ში, სარდაფში განლაგებულ სხვადასხვა ზომის ქვევრში კერამიკული ნაწარმი - დიდი, საშუალო და მცირე ზომის, მოჭიქული სამი დოქი, საშუალო და მცირე ზომის ჭინჭილაც არის აღმოჩენილი.

ისინი ზუსტად იმეორებენ გუდიაშვილის მოედანზე, ახოსპირელის N7/2-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარდაფში გამოვლენილ კერამიკულ ჭურჭელზე დატანილ დამღას, წვეროსანი მამაკაცის ანფასს, რომელსაც პირობითად „თბილისელი“ ეწოდა.

პროექტს „ახალი ტფილისი“ დედაქალაქის მერია და თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.