ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Skyup Airlines-ი ​ნოემბერში თბილისი-კიევის მიმართულებაზე 4 ჩარტერულ რეისს შეასრულებს
27 ოქტომბერი, 2020

უკრაინული ავიაკომპანია Skyup Airlines-ი კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე ნოემბერში 4 ჩარტერულ რეისს განახორციელებს.

რეისები 7-14-21-28 ნოემბერს განხორციელდება და ავიაკომპანია მგზავრებს მხოლოდ თბილისი-კიევის მიმართულებაზე მოემსახურება.
მგზავრებს Skyup Airlines-ის რეისებზე ბილეთების შეძენა შეუძლიათ, როგორც კომპანიის ვებ-გვერდზე https://skyup.aero/en/, ასევე საქართველოში SkyUp Airlines-ის გენერალური აგენტი კომპანია “ავიაქსელში”.

თუმცა, ბილეთების შეძენამდე, საქართველოს მოქალაქეები, უნდა გაეცნონ საზღვრის კვეთის პროცედურებს და უკრაინაში შესვლის პირობებს.

აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია Skyup Airlines-მა კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე აგვისტოში 3 ჩარტერული რეისი განახორციელა, სექტემბერში – 4 რეისი, ხოლო ოქტომბერში 2 რეისი.

AviaNews


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.