ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოში საქართველოს პატრიარქის სახლის მიმდებარედ პირველი პილიგრიმული სასტუმრო გაიხსნება. სასტუმრო "სნო" 35 ნომრიანი იქნება და ძირითადად მომლოცველებზე იქნება გათვლილი.
სასტუმროს მართვაში კომპანია "ჰორეკა ჯორჯია" შევა. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი შალვა ალავერდაშვილი აცხადებს, სასტუმრო მრევლის შემოწირულობებით აშენდა. ინვესტიციის მოცულობა უცნობია.
მისივე თქმით, სასტუმრო პილიგრიმების გარდა ტურისტებსაც უმასპინძლებს.
"სნოს" გახსნა 23 ივლისს იგეგმება.
სასტუმრო სავარაუდოდ საპატრიარქოს მფლობელობაში იქნება. დამატებითი დეტალების გარკვევას "საქმის კურსი" საპატრიარქოში ცდილობს.
www.bm.ge