ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„სოციალური მედიის როლი ტურიზმში“.
22 მარტი, 2024

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მარტის თვეში ჩატარდება სასწავლო კურსი „სოციალური მედიის როლი ტურიზმში“.

კურსი განსაზღვრულია ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის, კერძოდ: განთავსებისა და კვების ობიექტებისთვის, ტუროპერატორებისთვის და ქვეყნის მასშტაბით მოიცავს შემდეგ ადგილებს: თბილისი, თელავი, რუსთავი,გორი, ბორჯომი, ქუთაისი, ამბროლაური.

როგორც, თქვენთვის ცნობილია თანამედროვე სამყაროში სოციალური მედია მარკეტინგული კომუნიკაციის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. სოციალურ სივრცეში კომპანიები ტურისტული პროდუქტისა თუ მომსახურების რეკლამირებისთვის აქტიურად იყენებენ სხვადასხვა მარკეტინგულ მიდგომებს, რაც ტურისტისთვის შესყიდვის გადაწყვეტილების მიღებას უფრო ამარტივებს. დღევანდელი მსოფლიოს მსგავსად, საქართველოში ტურიზმის განვითარებასთან ერთად სოციალური მედია, როგორც მარკეტინგული ინსტრუმენტი მეტი გაყიდვებისა და ცნობადობის გასაზრდელად აქტიურად ჩაერთო. სოციალური მედიის მართვა გულისხმობს ერთის მხრივ კონტენტის შექმნას ძირითადად ფოტო-დიზაინის ან ვიდეო რგოლის დამზადებას, რასაც თან ახლავს შესაბამისი ტექსტი და მეორეს მხრივ ამ კონტენტის გაპიარებას სხვადასხვა სოციალური მედიის პლატფორმებზე როგორიცააა Facebook, Instagram,TikTok ,Snapchat, Reddit და სხვა.

თანდართული ფაილის სახით იხილეთ კურსის თემატიკები.

ტრენინგი ჩატარდება 25-26 მარტს - ქ. თბილისში.

რეგისტრაციისთვის და განრიგისთვის დაუკავშირდით პროექტის მენეჯერს ქ-ნ ქეთევან ზურაშვილს მითითებულ საკონტაქტო ინფორმაციაზე:

E-mail: k.zurashvili@gnta.ge

Tel: +995 599 160 156


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.