სოფელ ბეშუმამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული ტენდერის ღირებულება 4 მილიონ 997 ათასი ლარია.
ტენდერი 18 სექტემბერს გამოცხადდა, წინადადებების მიღება კი 11 სექტემბერს სრულდება.
ტენდერი ითვალისწინებს გოდერძის უღელტეხილი – ბეშუმის საავტომობილო გზის კმ 1 - კმ 6 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
სატენდერო დოკუმენტაციის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ საავტომობილო გზა თავისი ტექნიკური მაჩვენებლებით ვერ უზრუნველყოფს ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობას. რიგ შემთხვევაში კი ასფალტობეტონის საფარი არ არსებობს.
დოკუმენტაციაში ასევე აღნიშნულია, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებისას გზაზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ტრანსპორტის მოძრაობა, რის გამოც სამუშაოები უნდა ჩატარდეს ეტაპობრივად, ჯერ გზის ერთ ნახევარზე, მეორე ნახევარზე მოძრაობის შენარჩუნებით, შემდეგ კი პირიქით.
პროექტის განხორციელება ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 თვეში უნდა მოხდეს.
www.bm.ge