გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიარში არქეოლოგები აღმოჩენილი პირველყოფილი ადამიანის სახელოსნოს სწავლობენ, - ინფორმაციას knews.ge ავრცელებს.
სპეციალისტების ვარაუდით, არქეულოგიური გათხრებისას აღმოჩენილი მასალების მიხედვით ძეგლი, რომელიც “ზიარი 2“-ის სახელით არის ცნობილი, ნახევარ მილიონ წელზე მეტით თარიღდება და შესაძლებელია დმანისის ნაქალაქარზე უფრო ადრინდელი ხანისაც კი იყოს.
სააგენტოს ცნობით, ექსპედიციას პროფესორი ნიკა თუშაბრამიშვილი ხელმძღვანელობს.
„სოფელი ზიარი, სავარაუდოდ, ქვის ხანის ჰომო ერქტუსებისა და ნიადერტანელების ნამოსახლარს წარმოადგენს, რომლის შესწავლისას აღმოჩენილია ქვის არტეფაქტები, ცხოველების ძვლების ნაშთები და ცეცხლის გამოყენების უძველესი კვალი'',- განუცხადეს Knews.ge-ს არქეოლოგებმა.
www.travelingeorgia.ge