ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"აჭარა ჯგუფი" კახეთში მიწის ნაკვეთებს აფართოებს
23 აგვისტო, 2021

"აჭარა ჯგუფი" არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ აუქციონებში აქტიურად მონაწილეობს.

კომპანიის შვილობილმა კომპანიებმა კახეთში 2.7 მლნ კვ.მ მიწის ნაკვეთზე გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვეს.

აქედან 2.64 მლნ კვ. მ მიწის ნაკვეთი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში მდებარეობს, ის კომპანია "უდაბნომ" 1.605 მლნ ლარად იყიდა. აუქციონის პირობების მიხედვით, კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 წელში შესყიდული მიწის ფართის 60%-ზე ერთწლიანი ან მრავალწლიანი ნარგავები უნდა გააშენოს, ნარგავებს შორის კი სპეცტექნიკის გადასაადგილებელი ბილიკების/საირიგაციო სისტემა უნდა მოეწყოს, ასევე ნარგავებით გაშენებული მიწის ნაკვეთი კი დამცავი მესერით უნდა იყოს შემოსაზღვრული. ამავდროულად კომპანიამ 800 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

აუქციონზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ სათაფლეში მდებარე 17 901 კვ.მ მიწის ნაკვეთი კი 21 000 ლარად კომპანიამ "უდაბნო სოფელი" შეიძინა. ამ შემთხვევაში კომპანიისთვის ვალდებულებები გაწერილი არ არის.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანია "უდაბნოს" 100%-იანი წილის მფლობელი "აჭარა ჯგუფია", "უდაბნო სოფელს" კი კომპანი "ინდეფენდეთ დეველოპმენტი" ფლობს, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი "აჭარა ჯგუფია."

ცნობილია, რომ „აჭარა ჯგუფის ჰოლდინგი" კახეთში ინვსტიციებს დებს. კომპანია გააშენა კაკლისა და ნუშის მრავალწლიან ბაღებს აფართოებს. კომპანია გეგმავს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებასაც, მათ შორის სასტუმროს პროექტის განხორციელებას.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.