სოფლის მეურნეობის სამინისტრო წელს ღვინის ექსპორტის რეკორდულ მაჩვენებელს ელოდება. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენი პროგნოზია, რომ წელს გვექნება ალბათ ღვინის სარეკორდო გაყიდვები. 2014 წელს დაფიქისრდა საქართველოდან ყველაზე მაღალი გაყიდვები, ეს იყო დაახლოებით 60 მილიონ ბოთლამდე. ჩვენი პროგნოზით, 60 მილიონს გადავცდებით და მივაღწევთ 70 მილიონ ბოთლს. თანხაშიც უკვე შთამბეჭდავი რიცხვებია. დღეისთვის ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელები, მათ შორის ღვინის ექსპორტი, შედაგენს 122 მილიონ დოლარზე მეტს. ტენდენცია გვაქვს პოზიტიური და ეს უკავშირდება იმ ღონისძიებებს, რომელსაც ვატარებთ ღვინის ცნობადობის ამაღლების და მარკეტინგის კუთხით",- აცხადებს ლევან დავითაშვილი.
www.bm.ge