ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სომხურმა კომპანიამ ჩამოხსნა რეკლამა, სადაც საქართველოს რუკაზე აფხაზეთი და ცხინვალი დატანილი არ იყო
17 ივნისი, 2017

ქართული დიპლომატიის ჩარევის შედეგად სომხურმა კომპანია ENTERPRISE-მა სარეკლამო დაფა ჩამოხსნა, სადაც საქართველოს რუკაზე აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დატანილი არ იყოს.

„11 ივნისის საღამოს, ერევნის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთ-ერთი შენობის ვიტრაჟზე, ავტომობილების გაქირავების ოფისის ENTERPRISE-ის სარეკლამო დაფაზე საქართველოს საელჩომ სომხეთის რესპუბლიკაში აღმოაჩინა საქართველოს რუკა, რომელზეც დატანილი არ იყო აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. კომპანია ENTERPRISE-ის საქმიანობის სფეროს ავტოტრანსპორტის საერთაშორისო მასშტაბით გაქირავება წარმოადგენს, კომპანია მომხმარებელს აღნიშნულ მომსახურებას ასევე სთავაზობს საქართველოსა და სომხეთში.

2017 წლის 12 ივნისს, ერევანში საქართველოს საელჩო დაუკავშირდა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და მიაწოდა ინფორმაცია ფაქტთან დაკავშირებით. ასევე, შედგა საელჩოს წარმომადგენლის სატელეფონო საუბარი ზემოაღნიშნული კომპანიის წარმომადგენელთან. საელჩოს ჩარევის შედეგად, ზემოაღნიშნული ოფისის ვიტრაჟიდან მოხსნილი იქნა არსებული სარეკლამო დაფა და მის ნაცვლად განთავსდა ქართულ მხარესთან შეთანხმებული ახალი სარეკლამო ბანერი“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

www.bpi.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.