ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სომხური ავიაკომპანია საქართველოდან რუსეთის მიმართულებით ტრანზიტულ ფრენებს განახორციელებს
28 ივნისი, 2019

სომხური ავიაკომპანია თბილისიდან მოსკოვში ფრენებს განახორციელებს. რუსულენოვანი მედიის ინფორმაციით, ავიაკომპანია Armenia–მ რუსეთიდან ნებართვა უკვე მიიღო ფრენები ერევნიდან მოსკოვის მიმართულებით თბილისის გავლით 8 ივლისიდან დაიწყება.

ავიაკომპანია Armenia–ს რეისები Georgian Airways–თან იქნება შეთავსებული. გეგმის მიხედვით, ტრანზიტული რეისის თბილისი–ერევანი–მოსკოვის ლოდინის დრო ერევანში 50 წუთია.

ამას გარდა, სომხური ავიაკომპანია ტრანზიტულ ფრენებს განახორციელებს მოსკოვი-გიუმრი-ბათუმის მიმართულებითაც.შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით რვა ივლისიდან საქართველოსა და მოსკოვს შორის პირდაპირი ავია-მიმოსვლა შეწყდება.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.