ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სოსიკო მერკვილაძის წიგნის მაღაზია „ცოდნა“ ძველ თბილისში
20 დეკემბერი, 2022

ძველ თბილისში, ქაშვეთის ჩასახვევში, წმინდა გიორგის ქუჩაზე (ჯორჯიაშვილის ქუჩა) ბუკინისტები ბინადრობდნენ. მათ შორის იყო სოსიკო მერკვილაძის წიგნის მაღაზია „ცოდნა“.

თავიდან სოსიკო მერკვილაძეს ალექსანდრეს ბაღთან, მაშინდელი წმინდა გიორგის ქუჩაზე ფართლეულის მაღაზია ჰქონდა, სადაც ის და მისი ძმა იაპონურ ქსოვილებს ყიდდნენ. სოსიკოს მეუღლე კი გოგონებს ჭრა-კერვას ასწავლიდა.

1897 წელს აკაკი წერეთელმა „აკაკის თვიური კრებული“ დააარსა, რომლის მიზანი ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშების მოძიება, აღნუსხვა და გამოქვეყნება იყო. ამ საქმემ ფართლეულის მაღაზიის მეპატრონე სოსიკო მერკვილაძე ძალიან გაიტაცა და მასალების შეგროვება დიდი მონდომებით დაიწყო. სწორედ „აკაკის თვიური კრებული“ გახდა იმის ბიძგი, რომ სოსიკო მერკვილაძეს გამომცემლობა და წიგნის მაღაზია გაეხსნა. აღსანიშნავია, რომ მის გამომცემლობაში აკაკი წერეთლის, ილია ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანის, იასე რაჭველის, ივანე მაჭავარიანის, თედო სახოკიას, ალექსანდრე ხახანაშვილის, ნიკო ლომოურისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის წიგნები იბეჭდებოდა.

kvira


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.