ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სოხუმის აეროპორტი 2025 წელს დაიწყებს ფუნქციონირებას – რუსული მედია
19 სექტემბერი, 2023

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში საერთაშორისო აეროპორტი “სოხუმი” 2025 წელს გაიხსნება. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტურიზმის მინისტრმა თეიმურაზ ხიშბამ განაცხადა.

„2025 წელს ქალაქ სოხუმში საერთაშორისო აეროპორტის გახსნა იგეგმება. ეს გაზრდის ჩვენი სტუმრების შესაძლებლობებს“, – ციტირებს „იზვესტია“ ხიშბუს.

სოხუმის აეროპორტის ფუნქციონირების აღდგენის საკითხი 2020 წლის ნოემბერში სოჭში რუსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტების ვლადიმერ პუტინისა და ასლან ბჟანიას შეხვედრაზე განიხილეს. მანამდე ბჟანია აცხადებდა, რომ სოხუმის აეროპორტის ფუნქციონირების, აღდგენისთვის 4,5 მილიარდი რუბლი იყო საჭირო.

სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის აღდგენის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ქრისტინა ოზგანმა 2023 წლის ივნისში სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე.

avianews.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.