ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სოხუმის აეროპორტი საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილია – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
07 აგვისტო, 2023

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემას ეხმაურება და რუსეთს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

“აშშ სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად მიიჩნევს. შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება, გაიყვანს ძალები კონფლიქტამდე პოზიციებზე ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად”, – განაცხადა მილერმა.

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პარლამენტმა სოხუმის აეროპორტში აქტივობების გაგრძელების შესახებ რუსულ-აფხაზური “შეთანხმების რატიფიცირება” 26 ივლისს მოახდინა. ახლა ოკუპირებული აფხაზეთის ხელმძღვანელობა მოსკოვიდან ინვესტორს ელოდება.

მიუხედავად იმისა, რომ პროექტის განსახორციელებლად სოლიდური ინვესტიციაა გათვალისწინებული, სოხუმის აეროპორტი საერთაშორისო სტატუსს ვერ მიიღებს.

რუსეთის მიერ აფხაზეთის სრული ანექსიის მცდელობას “ოცნების” ხელისუფლებას დუმილით შეხვდა.

წყარო: მთავარი არხი


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.