სარეიტინგო სააგენტო S&P საქართველოში ტურიზმის პანდემიამდელ მაჩვენებელზე დაბრუნებას 2024 წლამდე არ ელის.
სააგენტოს პროგნოზი უფრო ნეგატიურია, ვიდრე სარეიტინგო კომპანია Fitch-ის რომელიც ელის რომ ტურიზმი სრულად 2023 წელს აღდგება. საქართველოს რეიტინგის ერთ-ერთ შემზღუდველ ფაქტორადაც ტურიზმის აღდგენის ნელი ტემპი სახელდება, ასევე მეორე საკითხად რჩება ვაქცინაციის პროცესი.
“ტურიზმის სექტორის პერსპექტივა კვლავ ბუნდოვანია. მიუხედავად იმისა რომ შიდა ტურიზმი ნაწილობრივ ამუშავდა 2020 წელს უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით, 83%-ით შემცირდა. ჩვენი მოლოდინით საქართველოში ტურიზმის აღდგენა დამოკიდებული იქნება ვაქცინაციის პროცესზე, თუმცა არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ მეზობელ ქვეყნებშიც, რომელზეც საქართველოს ტურიზმი მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული“, - აღნიშნავს სააგენტო.
სააგენტო წერს რომ ტურიზმსა და მასთან მომიჯნავე დარგებზე ქვეყნის მშპ-ს 20% მოდიოდა.
GBC.GE