ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Spend your summer in Georgia – „ამბასადორი კაჭრეთმა“ მომხმარებელს გრძელვადიანი დასვენების პაკეტი შესთავაზა, რაც საქართველოში არც ერთ სასტუმროს არ აქვს“
12 აგვისტო, 2019

Spend your summer in Georgia კამპანია, რომელიც ვირუსულად მოედო სოციალურ ქსელებს და ადგილი უცხოური გამოცემების პირველ ფურცლებზეც იპოვა, აქტუალობას არც საქართველოში კარგავს. ქართული ტურისტული სექტორის მთავარი გამოწვევა ქართველი ტურისტების საქართველოში დარჩენა გახდა. ბევრი ჩვენგანი უცხოეთში წასვლას სწორედ ამ სეზონზე გეგმავდა. უკვე წლებია ჩვენთვის ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება თურქეთი იყო. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, თურქეთში სეზონზე იმაზე მეტი თანხის დახარჯვა მოგიწევთ, ვიდრე ფიქრობდით. ამიტომაც ქართული 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები Spend your summer in Georgia-ს კამპანიაში ერთვებიან და სწორედ იმ სერვისებს გთავაზობენ, რისთვისაც მეზობელ თურქეთში მიდიოდით. მათ შორის არის თბილისიდან სულ 50 წუთის გზაზე მდებარე „ამბასადორი კაჭრეთი“.

სასტუმროს გენერალური მენეჯერი კომერსანტთან Spend your summer in Georgia-ს მნიშვნელობაზე და ქართველი ტურისტების თავისებურებებზე საუბრობს.

„Spend your summer in Georgia არის ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყება, რომელიც გარდა ქართველი ტურისტების საქართველოში დარჩენისა, ზოგადად ტურისტული სექტორის განვითარებას ძალიან შეუწყობს ხელს.

„ამბასადორი კაჭრეთის“ სტუმრების 95% ყოველთვის არიან საქართველოდან, ქართველზე მომთხოვნი მომხმარებელი იშვიათია, ამიტომ კარგია, რომ ჩვენ ვიმოგზაურებთ საქართველოში და ჩვენს გამოცდილებებს ერთმანეთს გავუზიარებთ“,-ამბობს თეა ლეშკაშელი.

მისივე თქმით, სასტუმრომ მომხმარებელს გრძელვადიანი დასვენების პაკეტი შესთავაზა, რაც საქართველოში არც ერთ სასტუმროს არ აქვს.

„ამბასადორი კაჭრეთი“ მუდმივად ცდილობს ხელი შეუწყოს მსგავს პროექტებს და არც ეს შემთხვევაა გამონაკლისი. გარდა იმისა, რომ ამ ზაფხულს განსაკუთრებული ფასები გვაქვს მომხმარებლებისთვის, აგვისტოდან სექტემბრის ბოლომდე ჩვენ გავაკეთეთ Spend your summer in Georgia Package, რაც გულისხმობს არა ერთღამიან ვიზიტს, არამედ გრძელვადიან დასვენებას ხელმისაწვდომ ფასად და, რაც მთავარია, იმავე სერვისებით, რის გამოც თუნდაც თურქეთი ასეთი პოპულარულია.

თუ სტუმარი ჩვენთან 5 ღამეს მიყოლებით დაჯავშნის, ორ პერსონაზე, ერთი ღამის ღირებულება 232 ლარი იქნება.

აღნიშნულ თანხაში შედის საუზმე, სპორტული აქტივობები (მინი გოლფი, ფეხბურთი, ჩოგბურთი, კალათბურთი, მაგიდის ტენისი, ბილიარდი), ორი ღია და ერთი დახურული აუზი, სპა და ა.შ.“-განაცხადა „ამბასადორი კაჭრეთის გენერალურმა მენეჯერმა.

თეა ლეშკაშელის თქმით, სასტუმროში ყველანაირი დასვენების მოყვარულს შეუძლია თავი კომფორტულად იგრძნოს.

„ჩვენთან მოსულ სტუმარს განტვირთვასთან ერთად, აქტიური დასვენებაც შეუძლია. გვაქვს თავლა 20 ცხენით და პროფესიონალური საცხენოსნო არენა, სასროლეთი მიზანში სროლის მოყვარულებისთვის, პროფესიონალური გოლფის მოედანი, ველოსიპედები, სკუტერები და  სულ რამდენიმე დღეა გავხსენით ბოულინგის კლუბი, რომელიც ასეთ მოკლე დროში ძალიან პოპულარული გახდა. ამასთან აუზებზე არის DJ მთელი დღის განმავლობაში, საღამოს გვაქვს ცოცხალი მუსიკა, წიგნების და პასიური დასვენების მოყვარულებისთვის გვაქვს არაჩვეულებრივი წიგნების კუთხე.

ამასთან ძალიან მნიშვნელოვანია კვება, ჩვენი სამზარეულო ერთ-ერთი გამორჩეულია რეგიონში. ჩვენ მოვახერხეთ და შევქმენით ტრადიციული ქართული და ევროპული სამზარეულოს მიქსი. გვიხარია, რომ ჩვენი სტუმრები ერთხელ დაგემოვნებულ კერძს შემდეგ ვიზიტზე აუცილებლად გვიკვეთავენ“,-განაცხადა ლეშკაშელმა.

Commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.