სპექტაკლი უფლისციხეში - უძრავი ძეგლების კულტურული აქტივობებით დატვირთვასაც გულისხმობს
იდეა საინტერესო, მიზანი კიდევ უფრო დიდებული - დავტვირთოთ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლები კულტურული აქტივობებით.
გადაწყვეტილების მიღება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს არ დაუგვიანია და მისი პარტნიორობითა და დაფინანსებით უფლისციხის მუზეუმ ნაკრძალის ტერიტორიაზე ქართულ-გერმანნული მუსიკალური თეატრის საპრემიერო ჩვენებები დაიწყო.
თეატრალური წარმოდგენები მაყვლოვანის თეატრონის სცენაზე სააგენტოს საზოგადოებრივი კლუბის „ემეგობრე მემკვიდრეობას“ ეგიდით წარიმართა.
სპექტაკლ „პრობლემური ვახტანგური“-ს პრემიერები უფლისციხეში 3 დღეს გასტანა, რომლის შემდეგაც ქართულ-გერმანული დასი წარმოდგენების გასამართად დიუსელდორფში გაემგზავრება, სადაც 3 ოქტომბერს კაისერპლაცზე დიუსელდორფის თეატრის ფესტივალის ფარგლებში მიიღებს მონაწილეობას. 6 ოქტომბერს კი წარმოდგენას ფრანკფურტში არქეოლოგიურ მუზეუმში გამართავენ.
ლაშა ბუღაძისა და კლაუდია რუშის ავტორობით დადგმული სპექტაკლი, რომლის რეჟისორი ფრანკ შულცია, მუსიკალურადაც ქართულ-გერმანული ტანდემის, კომპოზიტორების - ვოლფგანგ მიტერერისა და იოსებ ბარდანაშვილის მიერაა გაფორმებული.
სპექტაკლი 3 წლიანი შემოქმედებეითი სამუშაოების შედეგია, რომელიც თეატრ კონტრა-პუნქტისა და ორგანიზაცია “ხელოვნების განვითარება საქართველოში“-ს თანამშრომლობის საფუძველზე განხორციელდა.
საპრემიერო ჩვენებებამდე თეტრალურმა დასმა მოსამზადებელი ფაზა თბილისში გაიარა.
www.travelingeorgia.ge