საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გავლენიანი გერმანული გამოცემა Spiegel -ი ვრცელ სტატიას უძღვნის.
სტატიის ავტორი თბილისის ღირსშესანიშნაობებზე, ქართულ ტრადიციებზე, კულტურასა და საზოგადოებაზე წერს და მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს.

ჟურნალისტი წერს, რომ კავკასიაში მდებარე ეს პატარა ქვეყანა ამ დროისთვის ტრენდულ სამოგზაურო მიმართულებად ითვლება, რადგან საქართველო მრავალფეროვანი და არაჩვეულებრივია, რომელიც უამრავ პოტენციალს ფლობს იმისთვის, რომ ვიზიტორებმა თავი კომფორტულად იგრძნონ.

რეპორტიორი გერმანელებს თბილისის აუცილებლად მონახულებისკენ მოუწოდებს. ის ქართულ სამზარეულოზეც ამახვილებს ყურადღებას. სტატიაში რამდენიმე ქართული კერძია დასახელებული, რომლებსაც ჟურნალისტი განსაკუთრებულ რეკომენდაციას უწევს.

bm.ge