ბათუმში თანამედროვე საფეხბურთო ბაზა გაიხსნა. ანგისის სპორტული ბაზა 78 772 კვ.მ ტერიტორიას მოიცავს. პროექტის ფარგლებში მოეწყო 1575 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, რომელიც შედგება 5 სექტორისა და შშმ პირთათვის განკუთვნილი სპეციალური ადგილებისგან.
ბაზას აქვს ბუნებრივსაფარიანი და ხელოვნურსაფარიანი მოედნები.
აშენებულია 3 სართულიანი შენობა, მეოთხე სართულზე კი მოწყობილია ტერასა მედია საშუალებებისათვის. მეოთხე სართულზე, ორ დაშენებაში მოთავსებულია მართვის სისტემები. შენობაში განთავსებულია ბაზის ადმინისტრაცია, გასახდელები, საშხაპეები, სავარჯიშო დარბაზები, სამედიცინო ოთახი. ობიექტი შშმ პირთათვის ადაპტირებულია. სამუშაოების ღირებულება – 4 116 170 ლარი.
აჭარის მთავრობაში იმედოვნებენ, რომ ახალი სპორტული ბაზა ხელს შეუწყობს არა მხოლოდ სპორტის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას, არამედ საერთაშორისო წვრთნებისა და ღონისძიებების ბათუმში მოზიდვას, სპორტული ტურიზმის განვითარებას.
www.travelingeorgia.ge