„აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ფესტივალის "ფუძეობის" ფარგლებში, სამეწარმეო ბაზრობა სტეფანწმინდაში (ყაზბეგში) 8 სექტემბერს, 13:00-დან 23:00 საათამდე გაიმართება.
სტეფანწმინდაში გამართულ, უნიკალურ სავაჭრო სივრცეში გამოფენილი 30-მდე მეწარმის პროდუქციის დათვალიერებას და შეძენას მრავალი ტურისტი და ადგილობრივი მაცხოვრებელი შეძლებს.
გამოფენა-გაყიდვაზე, წარმოდგენილი იქნება საქართველოში დამზადებული პროდუქციის მრავალი სახეობა - ტექსტილი, აქსესუარები, საკონდიტრო ნაწარმი, სასურსათო პროდუქცია, ალკოჰოლური სასმელები, ჩაი, ჩირი, სახლის დეკორი და სხვა. ამასთანავე, გამოფენა-გაყიდვაზე სტუმრებს დახვდებათ: კვების ავტობუსები, საბავშვო და მცენარეების ზონა.
www.travelingeorgia.ge