Step Inn, ანუ „ნაბიჯი წინ“ – სწორედ ასე ეწოდება ახალ სასტუმროს ყაზბეგში, რომლის მშენებლობაც სულ რამდენიმე დღეში დაიწყება და ოქტომბერში დასრულდება.
ხუთსართულიანი სასტუმრო პრემიუმ კლასისაა და მისი კონკურენტული უპირატესობა მრავალფეროვანია:
განსხვავებული ექსტერიერი, კომფორტული დიზაინი, გარემოსთან ადაპტირებული და თანამედროვე სივრცე – ზუსტად ასე გამოიყრება Step Inn ყაზბეგში.
სასტუმროს მეპატრონე ანა ალიბეგაშვილია, რომელსაც ყაზბეგის ტერიტორიაზე ტურისტებისთვის უკვე რამდენიმე სივრცე აქვს გახსნილი. Step Inn რიგით მესამეა და როგორც თავად ამბობს, ეს იქნება სრულიად განსხვავებული ობიექტი.
„პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ სივრცე მდებარეობს ისეთ ადგილას, ირგვლივ სულ მინდორია და დამსვენებელს წინ ხვდება საოცარი ხედი. აღსანიშნავია, რომ სასტუმროს ყველა ნომერს აქვს ხედი მყინვარწვერზე და არცერთი სტუმარი არ „დაგვეჩაგრება“. ვფიქრობ ზუსტად ეს განაგვასხვავებს სხვა კონკურენტებისგან“.
როგორც ანა გვიყვება, Step Inn-ს ექნება 20 ნომერი. დამატებით საკონფერენციო დარბაზი, რესტორანი, ტერასა და ყველაფერი ის, რაც პრემიუმ კლასის შესაბამისია.
ობიექტის მთლიანი ფართობი გახლავთ 1600 კვ.მ და ეს არის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია. კერძოდ ინვესტორი პოლონელია და სწორედ მასთან ერთად შევძელი ამ პროექტის განხორციელება. მინდა აქვე აღვნიშნო, რომ ჩვენი გეგმაა ევროპული მომსახურების დანერგვა, ამიტომ მოვიაზრებთ პრაქტიკების შვეიცარიაში გავლას. საბოლოოდ, როდესაც სასტუმრო გაიხსნება დამსვენებელს შევხდებით ისე, რომ ყოველი მათგანი დარჩენს კმაყოფილი. რაც მთავარია ჩვენთან დაბრუნება ყოველთვის მოუნდეს“.
Step Inn – ახალი პრემიუმ კლასის სასტუმროს გახსნა 2020 წლის გაზახულის სეზონზე იგეგმება.
Commersant.ge