კახეთში სტიქიამ რთველი დააჩქარა.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ახმეტის მუნიციპალიტეტში მოსული ძლიერი წვიმისა და სეტყვისგან მიყენებული ზიანის აღმოფხვრის საგანგებო შტაბის შეხვედრაზე განაცხადა, რომ სახელმწიფო მუშაობს კომპანიებთან, რომ დაზიანებული ყურძნის ჩაბარება კახეთში სტიქიისგან დაზარებულებმა შეძლონ.
„გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ ოპერატიულად, რომ გადარჩენილი ყურძნის დაბინავება მოხდეს უპრიბლემოდ. ამ შეხვედრაზე დავსახეთ სამომავლო გეგმა. უნდა ითქვას, რომ შტაბს აქვს მუდმივი კონტაქტი კომპაინებთან, რომლებიც სპირტის დამზადებას შეძლებენ დაზიანებული ყურძნისგან და ამ მხრივ ჩაბარების პრობლემა მოსახლეობას არ ექნება.
ისე რომ ხვალიდან კრეფვას დაიწყებენ და მოხდება დაზიანებული ყურძნის გადამუშავება, რომ გადავარჩინოთ ის მოსავალი, რომელიც სამწუხაროდ ამ მასშტაბურმა სტიქიამ დააზიანა,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მინისტრმა, აგროდაზღვევის მექანიზმის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და მოსახლეობას მოუწოდა აქტიურად ისარგებლონ აგროდაზღვევით.
„მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ პრობლემას ქონდეს კონკრეტული გადაწყვეტილებები, ამიტომ როდესაც ვსაუბრობთ დარგის განვითარებაზე ის მჭიდროდ არის დაკავშირებული აგროდაზღვევის ინსტრუმენტის გამოყენებასთან. რაც უფრო მეტი იქნება მასშტაბი აგროდაზღვევის დაფარვისა, მით უფრო ხელმისაწვდომი იქნება ტარიფები ფერმერებისათვის, თუმცა დღეს სახელმწიფო უკვე ახდენს 50 %-იან თანადაფინანსებას სადაზღვეო სისტემაში.“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
www.travelingeorgia.ge