ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სტრატეგიული ალიანსი - „საქართველოს რკინიგზა“ „დოიჩე ბანის“ პარტნიორი გახდა
14 ივნისი, 2018

საქართველოს რკინიგზა და ,,დოიჩე ბანი“ თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადიან. მხარეებმა პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმეს, რაც რკინიგზის სატვირთო სექტორში ერთობლივი პროექტების განვითარებას გულისხმობს.

შეთანხმების თანახმად, საქართველოს რკინიგზა და ,,დოიჩე ბანი’’ იწყებენ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ევროპისა და აზიის მულტიმოდალური სატრანსპორტო კორიდორების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

,,ეს სტრატეგიული ალიანსი ორმხრივად სასარგებლო და ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს რკინიგზასთან მჭიდრო კავშირების შენარჩუნება დაგვეხმარება კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი ბიზნესი, რომელიც გვაახლოვებს აზიურ ბაზართან და გვიქმნის ახალ შესაძლებლობებს,“ – აცხადებს “დოიჩე ბანის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ლოჯისტიკისა და სატვირთო გადაზიდვების სფეროში, ალექსანდერ დოლი.

„საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორი დავით ფერაძის თქმით, „საქართველოს რკინიგზა“ აქტიურად არის ჩართული ევროპა-აზიის დერეფნების განვითარებაში და სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, „დოიჩე ბანთან“ ერთად შესაძლებელი იქნება მულტიმოდალური გადაზიდვების განვითარება და ერთობლივი პროექტების შეთავაზებას, რაც სარგებლის მომტანი იქნება, საქართველოს ლოჯისტიკური ბაზრის კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის.

„საქართველოს რკინიგზამ“ “დოიჩე ბანის“ სახით, რომელიც ევროპაში ყველაზე მსხვილი სატრანსპორტო კომპანიაა, საიმედო და ძლიერი ბიზნეს პარტნიორი შეიძინა.  პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს რკინიგზა კონსტანციდან, საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით, ახლო აღმოსავლეთისა და ინდოეთის მიმართულებაზე, ასევე კასპიის ზღვის გავლით, აღმოსავლეთ აზიის მიმართულებით, სატვირთო გადაზიდვების ორგანიზებაზე იქნება პასუხისმგებელი. ,,დოიჩე ბანი“ კი თავის მხრივ, ევროკავშირის ტერიტორიაზე სამანქანო-სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვებზე იღებს პასუხისმგებლობას. მულტიმოდალურ გადაზიდვებს ,,დოიჩე ბანის“ შვილობილი კომპანია “დიბი შენკერი’’ განახორციელებს.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.