ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სტუმრად საქართველოში - უცხოელი სტუდენტები ქართულ კულტურასა და ტრადიციებს ეცნობიან
24 ივლისი, 2018

ტურიზმის ეროვნული ადმისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ევროპის ქვეყნების სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს უყმასპინძლა.

გერმანელი, ესპანელი , იტალიელი, ჰოლანდიელი, ჩეხი, სერბი, სულ 12 ქვეყნის სტუდენტი საქართველოში ევროპის სტუდენტთა ფორუმი-თბილისის (AEGEE-Tbilisi) მასპინძლობით, საზაფხულო უნივერსიტეტის პროექტ Drop of Wine from Mountain to Sea-ის ფარგლებში იმყოფება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ახლგაზრდებს საქართველოს ტურისტული პოტენციალი გააცნო და ადმინისტრაციის ახალი სარეკლამო კამპანია „Emotions are Georgia “ წარუდგინა.

პროექტი კულტურულ-შემეცნებით ხასიათს ატარებს, მთავარი მიზანია ქართული კულტურის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება ევროპელ სტუდენტებში, რომელთა 90%-ი პირველად სტუმრობს საქართველოს.

ორი კვირის მანძილზე 45 სტუდენტი გაეცნობა ქართულ კულტურასა და ტრადიციებს, დაათვალიერებენ ქვეყნის ისტორიულ ადგილებს. პროექტის ფარგლებში ევროპელ სტუდენტებს ჩაუტარდებათ ქართული ენის გაკვეთილები, შეისწავლიან ქართულ ცეკვას და ქართული კერძების მომზადებას.

პროექტის მიზანია ევროპელ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება საქართველოს შესახებ. პროექტის მონაწილეების დამეგობრება და მათ შორის ინტეგრაციის ხელშეწყობა.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.