ესტონეთის დედაქალაქ ტალინის სახალხო უნივერსიტეტ Tallinna Rahvaülikool-ის ლექტორის აუგუსტ ალოპის ინიციატივით, საქართველოში ღვინის ტური ეწყობა.
24-კაციანი ჯგუფი ღვინის ტურის ფარგლებში ღვინის ეროვნულ სააგენტოს ეწვია. სტუმრებმა ესტონეთიდან ღვინის ეროვნულ სააგენტოში განთავსებული ღვინის მარანი, ენოთეკა და ღვინის მუზეუმი დაათვალიერეს. მათთვის სააგენტოშუ ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის შესახებ პრეზენტაცია და სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმის „საქართველო - ღვინის აკვანი“ ჩვენება გაიმართა. სტუმრებმა სხვადასხვა სახეობის ღვინოები დააგემოვნეს.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ეწვევიან ღვინის საწარმოებს თბილისსა და კახეთში.
აუგუსტი ალოპი 18 წელია კითხულობს Tallinna Rahvaülikool-ში ლექციებს ღვინის კულტურაზე და ორგანიზებას უწევს ღვინის ტურებს ტრადიციული მეღინეობის ქვეყნებში, როგორებიცაა საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, პორტუგალია და ა.შ. იგი ასევე არის ღვინის კლუბის დამაარსებელი და ხშირად ატარებს დეგუსტაციებს.
www.travelingeorgia.ge