ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სუფრა, რომლის დამზადების ტექნოლოგიას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს
13 ივლისი, 2018

ლურჯი სუფრა - რა თქმა უნდა გსმენიათ მის შესახებ, მაგრამ შესაძლოა არ იცით, რომ ლურჯი სუფრის დამზადების ტრადიციულ ტექნოლოგიას და კულტურას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

ოფიციალური ფეისბუქ გვერდი კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წელი 2018-ის მონაცემებით, ტრადიციული ლურჯი სუფრა XIX-XX საუკუნეების ქართული ყოფის ერთ-ერთი გამორჩეული და სახასიათო ატრიბუტი იყო, რომელიც ფართოდ გამოიყენებოდა საზოგადოების ყველა ფენაში.

მკვლევრებისა და ხელოვნებათმცოდნეების აზრით ლურჯი სუფრის დამზადების ტექნოლოგია საქართველოში სავარაუდოდ ირანიდან და ინდოეთიდან შემოვიდა.

საინტერესოა შექმნის ტექნოლოგიაც. ბუნებრივი ქსოვილი, უმეტესწილად ბამბა და სელი, ხის საბეჭდები, ცვილი და რაც მთავარია ინდიგო, რომელიც თეთრ ქსოვილს ლურჯად ღებავდა. ინდიგო აღმოსავლეთიდან შემოდიოდა და ძირითადად დიდ ქალაქებში თბილისში, გორში, თელავსა და ახალციხეში მდებარე სამღებრო „ლილახანებში“ ნაწილდებოდა, სადაც მღებრები ბამბისა და შალის ქსოვილებს და ნართს ღებავდნენ.

ლურჯი სუფრის შემორჩენილი ადრეული ნიმუშები 1808 -1815 წლებით თარიღდება, თუმცა ისტორიული წყაროებისა და მოგზაურების ჩანაწერები ადასტურებს, რომ ლურჯი სუფრები XVIII საუკუნეშიც გამოიყენებოდა.

დეკორატიულ-საკრალური სიმბოლოებით და თითოეული განსაკუთრებულ ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენდა.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.