ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სურამის, ბაიანთხევისა და გვერდისუბნის წყალმომარაგებისთვის ბიუჯეტიდან 1,115,036 ლარია გამოყოფილი
26 თებერვალი, 2019

დაბა სურამში, ბაიანთხევისა და გვერდისუბნის მოსახლეობის წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ მორიგ პროექტი დაიწყო. ბაიანთხევისა და გვერდისუბნის დასახლებებისათვის წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამშენებლო სამუშაოებს კომპანია “ინდივიდ-პარტნიორი” შეასრულებს.

პროექტის დასრულების შემდეგ 1200-მდე ადგილობრივს ათწლეულების განმავლობაში არსებული უწყლობის პრობლემა მოუგვარდება და უწყვეტი, ხარისხიანი წაყლმომარაგება ექნება.

პროექტის ფარგლებში აშენდება საქლორატორო და რეზერვუარი, მოეწყობა წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენი და ქსელი, გამრიცხველიანდება 400-მდე ოჯახი. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1,115,036 ლარით ფინასესდება. სამუშაოები მიმდინარე წლის ნომბერში დასრულდება


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.