ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სურამისა და ხაშურის ეპარქიაში სამონასტრო-საგანმანათლებლო კომპლექსი აშენდება
17 ივლისი, 2017

სურამისა და ხაშურის ეპარქიაში ახალი ბანას სამონასტრო-საგანმანათლებლო კომპლექსის მშენებლობა დაიწყო.

ტაძრის საძირკვლის კურთხევის ცერემონიაზე შაბათს გიორგი კვირიკაშვილმა სამონასტრო კომპლექსის მნიშვნელობაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ის იქნება როგორც საეკლესიო-სასულიერო, ისე – საგანმანათლებლო და კულტურული კერა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ წელს პატრიარქს უსრულდება აღსაყდრების 40 წლის და დაბადებიდან 85 წლისთავი.

“წელს ასევე ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მოგილოცოთ, თქვენო უწმინდესობავ, ეს ღირსშესანიშნავი, ძალიან მნიშვნელოვანი იუბილე მთელი ჩვენი ერისთვის. ამდენი ადამიანის სიყვარული მინდა, მოგილოცოთ პირველ რიგში და ყველა თქვენგანს მივულოცო ამ უმნიშვნელოვანესი კომპლექსის მშენებლობის დასაწყისი”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

www.bpi.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.