ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სურამში დასასვენებელი კომპლექსი "პარკ ჰოტელი" აშენდებასურამში დასასვენებელი კომპლექსი "პარკ ჰოტელი" აშენდება
11 ივლისი, 2022

სურამში (ჩუმათელეთში) „პარკ ჰოტელის“  სასტუმრო აშენდება. ხაშურის საკრებულომ  სასტუმროების ქსელის  ინვესტორს მშენებლობისთვის მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების დეტალური გეგმა უკვე  დაუმტკიცა.

როგორც საკანონდებლო მაცნეშია აღნიშნული, ტერიტორიის, სადაც შპს „პარკ ჰოტელი“ მრავალფუნქციური, დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობას გეგმავს  დაზუსტებული ფართობი 30511,00 მ2-ს  შეადგენს.

როგორც ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი  სერგო ლალიაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს,ინვესტორი საწყის ეტაპზე გეგმავს 6 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელოს, ჯამში კომპლექსში დაახლოებით  20 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდება.

მისი განცხადებით, ინვესტორი ხაშურის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღეში პროექტის წარდგენას გეგმავს, რომლის შეთანხმების შემდეგ სამშენებლო ნებართვის გაცემის პროცედურა დაიწყება.

ლალიაშვილის ინფორმაციით, დაგეგმილია მინიმუმ 20 ადგილიანი სასტუმროს მშენებლობა,თუმცა, კომპლექსი გააერთიანებს როგორც 2 დიდ სასტუმროს, ისე  პატარ-პატარა კოტეჯებსაც, აუზს, სარეკრეაციო და გასართობ სივრცეს და ასე შემდეგ.

„აქცენტი გაკეთებულია იმაზე, რომ  მაქსიმალურად შენარჩუნდეს მრავალწლიანი ნარგავები და მწვანე სივრცე. ინვესტორს დაგეგმილი აქვს მშენებლობა ნებართვის მიღებიდან საკმაოდ მალე დაიწყოს. ვფიქრობ, სამშენებლო პროცესი წელს უკვე დაიწყება და პირველი სასტუმროს მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება,“-აცხადებს ლალიაშვილი.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი  სერგო ლალიაშვილი აცხადებს, რომ მას შემდეგ დამტკიცდა სურამის განაშენიანების გენერალური გეგმა, კურორტი ინვესტორებისთვის საკმაოდ მიმზიდველი გახდა.

business-partner.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.