მთავრობა კურორტ სურამში სასტუმრო ინფრასტრუქტურის განვითარებას გეგმავს და გეგმის განსახორციელებლად ინვესტორს ეძებს.
ამ მიზნით, ქონების ეროვნულმა სააგენტომ ჩუმათელეთში უძრავ ქონებაზე ელექტრონული აუქციონი უკვე გამოაცხადა და ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად ყოფილი სანატორიუმი „ფოლადი” გამოიტანა.
პირობებიან აუქციონზე პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში სანატორიუმი „ფოლადის“ ტერიტორიაზე 30 511 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 27 შენობა-ნაგებობა იყიდება.
პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ გულისხმობს ტურისტულად ყველაზე აქტიურ რეგიონებში მდებარე სახელმწიფო ქონების ინვესტორებისთვის შეთავაზებას სასტუმრო-ინფრასტრუქტურის მოსაწყობად.
ავტორი: მაია დემეტრაშვილი
www.travelingeorgia.ge