სვანეთის ტურისტულ ბრენდად ჩამოყალიბებაზე მუშაობა დაწყებულია. კონცეფციის შემუშავება 2021 წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის დასრულდება. სვანეთის ადგილწარმოშობის ბრენდინგის შექმნისთვის ტენდერი 2020 წლის დასაწყისში, პროექტ “გრეტას“ ფარგლებში შვედეთისა და ავსტრიის თანადაფინანსებით გამოცხადდა.
ტენდერში გამარჯვებული კომპანიები უკვე გამოვლინდნენ. ბრენდის კონცეფციას ფინური კომპანია – „ვერქლინგი“ და ადგილობრივი საკონსულტაციო სააგენტო – „ვოთერ განზ“ შეიმუშავებენ. გეგმაშია სვანეთის, როგორც ოთხივე სეზონის კურორტის პოზიციონირება, თუმცა განსაკუთრებული აქცენტი ზამთრის სეზონზე გაკეთდება.
business-partner.ge