ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„სხვაგან გამოვიმუშავებ, საქართველოში ვხარჯავ“ - რა ჯდება პირადი თვითმფრინავის ყოლა საქართველოში?
20 აპრილი, 2021

საქართველოში დღესდღეობით სულ რამდენიმე ადამიანი თუ იქნება, ვისაც მცირე თვითმფრინავი პირადი მოხმარებისთვის ჰყავს და მას ქალაქებს შორის გადაადგილების საშუალებად იყენებს.  ერთ-ერთია სამანდ(მიშა) დავოიანი,  ტაჯიკეთის რესპუბლიკის ურალის ავიახაზების გენერალური წარმომადგენელი, რომელიც უკვე 15 წელიწადზე მეტია პროფესიონალი მფრინავია და საქართველოში  4 წელია ამერიკულ თვითმფრინავს მართავს. როგორც თვითონ ამბობს, გამოიმუშავებს სხვაგან და ხარჯავს საქართველოში. სამანდ დავოიანი „კომერსანტს“  დღეს მცირე ავიაციაში არსებულ გამოწვევებზე და პოტენციალზე უყვება.

„დავიბადე, ვისწავლე და ვცხოვრობდი საქართველოში. ადრე იყო ფრენის სასწავლებელი, რომელიც რუსეთში მდებარეობს, მერე „აეროფლოტის“ კადრი ვიყავი.  საბჭოთა კავშირის დროს, როცა რაღაც სასწავლებელს დაამთავრებდი,  გაძლევდნენ სამუშაო ადგილს, ამიტომაც გამიშვეს ტაჯიკეთში, სადაც 15 წელი ვიმუშავე და შემდეგ დავბრუნდი საქართველოში.

ბავშვობიდან დავფრინავ, სხვა პროფესია არც მქონია. 4 წლის წინ შევიძინე თვითმფრინავი და ვიყენებ გადაადგილების საშუალებად. სხვაგან გამოვიმუშავებ ვხარჯავ საქართველოში, ჩემი ძირითადი სამუშაო ტაჯიკეთშია და თვითმფრინავის მართვა საქართველოში ჩემი ჰობია.   ამჟამად მე ვმართავ, რადგან სამწუხაროდ არ გვყავს კარგად გადამზადებული მფრინავები,“ - ამბობს დავოიანი.

რთულია თუ არა და რა პროცედურები სჭირდება თვითმფრინავის დარეგისტრირებას საქართველოში, ამ კითხაზე ავიატორი გვპასუხობს, რომ არსებობს კანონი რასაც შევსება სჭირდება, მაგალითად არა ქარხნული თვითმფრინავებისთვის, თუმცა სანამ ვინმე თვითმფრინავის ყიდვას გადაწყვეტს, ურჩევს, რომ შესაბამისი პროცედურები წინასწარ გაარკვიოს.

„თვითმფრინავი, რომელიც ქარხანაშია გამოშვებული ტიპიური თვიმფრინავია და მის რეგისტრაციას უპრობლემოდ აკეთებე,ნ მაგრამ ექსპერიმენტულ საფრენ აპარატს ვერ არეგისტრირებ და არ არის ჯერ დაწერილი მსგავსი კანონი.

ჩემი თვითმფრინავი ქარხნულია , არა ექსპერიმენტული. როცა ჩამოვიყვანე დამიბარეს რეესტრში და ნომრებიც მომცეს. შეგვიძლია იყიდოთ თვითმფრინავი და ლიცენზია არ გქონდეს,  ეს არ წარმოადგენ პრობლემას. მაგრამ თუ ვინმეს მისი შეძენა უნდა სჯობს წინასწარ გაარკვიონ რამე პრობლემა ხომ არ შეექმნება." - გვიყვება მფრინავი.

სამანდ დავოიანს თვითმფრინავის მოვლა და შენახვა ნატახტარის აეროპორტში 888 ლარი უჯდება, რაც გულისხმობს ტექნიკურ სამუშაოებს და ამასთან ბილიკის მომზადებასაც.

ასევე საინტერესოა საქართველოს პოტენციალი მცირე ავიაციის განვითარებაში - მიშა დავოიანმა აღნიშნა, რომ დღეს ბაზარზე მოთხოვნა იზრდება მცირე ავიაციაზე, როგორც გართობისა და ადრენალინის გამომუშავების ერთ-ერთ საშუალებაზე, ამიტომაც მიიჩნევს, რომ აუცილებელია მოხდეს ახალი თაობების მოზიდვა ამ პროფესიის შესასწავლად და მალევე შეიძლება, პარაშუტით ხტომა ან უბრალოდ ხედების დათვალიერება ერთ-ერთ სერიოზულ შემოსავლის წყაროდ იქცეს.

„თვითმფინავის მოვლა და შენახვა ძალიან ძვირია, რომ არაფერი ვთქვათ საწვავის ფასზე.  თვითონ თვითმფირინავი ძვირადღირებული პროდუქტია და მისი ნაწილებიც ძვირი გვიჯდება. თუ დავფრინავთ ბენინზე, რომელიც 3 დოლარი ღირს ერთი ლიტრი.

მადლობა ღმერთს, საქართველო ისეთი ქვეყანაა, რომელსაც ყოველთვის უყვარდა ავიაცია და ავიატორები. აეროდრომები ჩემი თვითმფრინავისთვის ახლა საკმარისია,  ველზეც შემიძლია დაჯდომა და არ მჭირდება ასფალტი.

რაც შეეხება მცირე ავიაციის პოტენციალს, ახლა უნდა  მოვიზიდოთ ახალგაზრდები,  ვინც პატარა მოდელებზე ისწავლიან ფრენას, რადგან  ძალიან ბევრი ადამიანია ვისაც ცაში გაფრენა და კარგი მოგონებების შექმნა უნდა - უნდათ გადმოხტნენ პარაშუტით, ან უბრალოდ ხედები დაათვალიერონ. ეს კარგი მიმართულება იქნება ქართული ავიაციისთვის,“ -  ამბობს სამანდ დავოიანი.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.