ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თაფლი, ღვინო, ქართული ნუგბარი - „კოოპ-მარკეტი” მეიდანზე
09 ივლისი, 2018

თაფლი, ღვინო, ჩაი, ქართული ნუგბარი - ჩირი, ჩურჩხელა, ხილი და ყველი, - ეს იმ პროდუქტების არასრული ჩამონათვალია, რომელიც“კოოპ-მარკეტზე“ ქართველმა მწარმოებლებმა წარადგინეს.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედმა აგროპროდუქციის მწარმოებელმა 20-ზე მეტმა კოოპერატივმა მიიღო .

ღონისძიება გაიმართა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით და თბილისის მერიის მხარდაჭერით. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერა საქართველოს 2013 წლიდან დაიწყო. მცირე ფერმერთა გაერთიანებების, კოოპერატივების სწრაფი განვითარებისათვის შემუშავდა არაერთი სახელმწიფო პროგრამა სხვადასხვა დარგის კოოპერატივების ხელშეწყობისათვის. დღეისათვის საქართველოში სხვადასხვა დარგის 1200 -ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული. სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით კოოპერაცია აგრარული პროდუქციის წარმოების ზრდას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვას და, შედეგად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.