სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში თაფლის კვლევების ჩამონათვალი გაიზარდა. ლაბორატორიის სპეციალისტებმა დანერგეს კვლევის ახალი მეთოდები, რომლითაც შესაძლებელია თაფლის უვნებლობის მაჩვენებლების განსაზღვრა.
ლაბორატორიაში საერთაშორისოდ აღიარებული კვლევების ჩამონათვალში თაფლის უვნებლობის 77 პარამეტრია შესული.
ამავდროულად ლაბორატორიაში ტარდება თაფლის კვლევა ყველა ხარისხობრივ მაჩვენებელზე. ლაბორატორია მომხმარებლებს სთავაზობს „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ნიმუშის მიღებას. ის პარამეტრები, რომლებიც ამ ეტაპზე არ არის დანერგილი ლაბორატორიაში, შესაძლებელია ჩატარდეს საზღვარგარეთის აკრედიტირებულ ლაბორატიორიაში, რომლის ტრანსპორტირების ორგანიზებას თავად ლაბორატორია მოახდენს და გასცემს ერთ საერთო ანალიზის პასუხს.
ლაბორატორიის თანამშრომლებს ახალი მეთოდების დანერგვის პროცესში დახმარებას საერთაშორისო ექსპერტები უწევენ.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას 2013 წლიდან საერთაშორისო აღიარების მქონე მააკრედიტებელი ორგანოს მიერ ISO 17025 სტანდარტზე მიენიჭა საერთაშორისო აკრედიტაცია. 2018 წელს განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ლაბორატორიამ წარმატებით გაიარა რე-აკრედიტაციის პროცესი.
www.travelingeorgia.ge