ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თანამედროვე სერვისები - აუდიო გიდი ეროვნულ გალერეაში
23 ივლისი, 2018

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეა დამთვალიერებელს ხელოვნების ნიმუშებთან ვირტუალური ინტეგრაციის აპლიკაციას „არეალი” სთავაზობს.

აპლიკაციაში შეტანილია ეროვნულ გალერეაში გამოფენილი ნიკო ფიროსმანაშვილის, დავით კაკაბაძისა და ლადო გუდიაშვილის 50-მდე ნამუშევრის ტექსტური და აუდიო ინფორმაცია.

ეროვნულ გალერეაში არსებული პლანშეტების საშუალებით აპლიკაციის გამოყენება ნებისმიერი დამთვალიერებლისთვისაა შესაძლებელი. 

აპლიკაცია შეიქმნა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობის ფარგლებში.

აპლიკაციის გამოყენება შესაძლებელია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. აუდიო გიდის საფასური - 10 ლარი.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.