ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თანხა, რომელიც საქართველოს ტურიზმის სექტორმა 2020 წელს დაკარგა, $2.5 მილიარდია
12 იანვარი, 2021

2020 წლის 11 თვის განმავლობაში საქართველოს შემოსავალი საერთაშორისო ტურიზმიდან 82%-ით შემცირდა და მხოლოდ $527 მილიონი დოლარი შეადგინა. ამ თანხის უდიდესი ნაწილი ($427 მილიონი) ლოქდაუნის დაწესებამდე ქვეყანაში შემოსულმა საერთაშორისო ვიზიტორებმა დახარჯეს, ლოქდაუნის დაწესების და საავიაციო მიმოსვლის დახურვის შემდეგ, საქართველომ ტურიზმიდან მხოლოდ $100 მილიონი დოლარი მიიღო.

დღესვე გამოქვეყნდა 2020 წლის ტურიზმის შემაჯამებელი ანგარიშიც, რომლის თანახმად, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ წლიურად 7,608,656-ით, ანუ 81%-ით იკლო და 1,749,308 შეადგინა. ამ ვიზიტორების უდიდესი ნაწილი საქართველოს პირველი ლოქდაუნის დაწესებამდე სტუმრობდა.

შესაბამისად, საქართველომ გასულ წელს დაახლოებით იმდენი ვიზიტორი მიიღო, რამდენიც 2010 წელს.

ტოპ 15 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში 2020 წელს განხორციოელდა ვიზიტები:

1 თურქეთი - 335 949 ვიზიტორი, კლება წინა წელან -71,0% ;
2 აზერბაიჯანი - 295 175 ვიზიტორი, კლება წინა წელან -80,7% ;
3 სომხეთი - 261 295 ვიზიტორი, კლება წინა წელან -80,9% ;
4 რუსეთი - 209 169 ვიზიტორი, კლება წინა წელან -85,8% ;
5 საქართველო (არარეზიდენტი) - 140 848 ვიზიტორი, კლება წინა წელან -71,2% ;
6 უკრაინა - 42 428 ვიზიტორი, კლება წინა წელან -79,6% ;
7 ისრაელი - 25 791 ვიზიტორი, კლება წინა წელან -87,4% ;
8 ირანი - 17 053 ვიზიტორი, კლება წინა წელან -88,0% ;
9 უზბეკეთი - 14 470 ვიზიტორი, კლება წინა წელან -13,8% ;
10 ბელარუსი - 14 340 ვიზიტორი, კლება წინა წელან -78,3% ;
11 ყაზახეთი - 13 779 ვიზიტორი, კლება წინა წელან -86,7% ;
12 პოლონეთი - 10 690 ვიზიტორი, კლება წინა წელან -87,9% ;
13 გერმანია - 9 338 ვიზიტორი, კლება წინა წელან -89,5% ;
14 ინდოეთი - 8 364 ვიზიტორი, კლება წინა წელან -84,7% ;
15 აშშ - 7 400 ვიზიტორი, კლება წინა წელან -84,1%.

სტატისტიკის თანახმად, გასულ წელს საქართველომ ვიზიტორების 80.5% სახმელეთო საზღვრის გავლით მიიღო, საჰაერო ტრანსპორტით ქვეყანაში შემოსული ვიზიტორების რაოდენობამ კი 95%-ით იკლო.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.