TAROM-ი ბუქარესტიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებს სექტემბრიდან შეასრულებს
რუმინეთის სახელმწიფო ავიაკომპანია TAROM -ი ბუქარესტიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებს, 1-ელი აგვისტოს ნაცვლად, 2 სექტემბრიდან დაიწყებს.
ავიაკომპანიის ცნობით, ფრენები ბუქარესტი-თბილისის მიმართულებით კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება. ავიაბილეთის ფასი (ერთი გზა) 151 ევროდან ეღირება, ფრენები Airbus A318-ით შესრულდება.
საქართველოსა და რუმინეთს შორის პირდაპირი რეგულარულ ავიარეისებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ი ასრულებს.
www.travelingeorgia.ge