ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტაშკენტი-თბილისის მიმართულებით ფრენების შესრულებას UZBEKISTAN AIRWAYS იწყებს
15 აპრილი, 2019

16 ივლისიდან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტაშკენტი-თბილისის მიმართულებით ფრენების შესრულებას Uzbekistan Airways იწყებს. ზაფხულის სეზონზე რეისები კვირაში ორის სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და კვირას, Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება. 
უზბეკეთის ეროვნული გადამზიდავი ავიაკომპანია Uzbekistan Airways 1992 წელს დაარსდა. დღეისათვის ავიაკომპანია ფრენებს 40 სხვადასხვა მიმართულებით ასრულებს. Uzbekistan Airways-ის ავიაპარკი 31 სხვადასხვა საჰაერო ტიპის ხომალდისგან შედგება. 

“ტავ ჯორჯია” “TAV Airports Holding”-ის შვილობილი კომპანიაა და მისი მოღვაწეობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 180 მილიონზე მეტი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლოატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა არსებული ასაფრენ დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია

BM.GE


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.